ნატო-ს საპასუხო რეაქცია

01 ნოემბერი 2021, 17:01 613 ნახვა

მოსკოვში მუშაობა შეწყვიტეს ნატოს სამხედრო სამეკავშირეო მისიამ და საინფორმაციო ოფისმა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მისი ცნობით, ეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რუსეთის მუდმივმოქმედი მისიის რვა თანამშრომლისთვის აკრედიტაციის გაუქმებაზე მოსკოვის პასუხია. ამასთან, 1-ელი ნოემბრიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის საერთო რაოდენობაც 10 პირამდე შემცირდა. დედაქალაქში ბელგიის საელჩოსთან, სადაც ეს სტრუქტურები იყო განთავსებული, უკვე აბრები ჩამოხსნეს.

ამასთან, შეჩერებულია ნატოში რუსეთის მუდმივი მისიის მუშაობა.  18 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის წარმომადგენლობა ნატოში მუშაობას წყვეტს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში