ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთში წყვილთა თანრიგში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
პუატიეს ტურნირის ფინალში მარიამი და მისი ბრიტანელი მეწყვილე სამანტა მიურეი ფრანგულ დუეტს ელბისა და ჟანჟანს შეხვდნენ და ორ სეტში 7:6, 6:0 მოუგეს.
ფრანგული ტურნირის საპრიზო ფონდი 80 000 დოლარი იყო. ბოლქვაძისთვის ეს წყვილებში მე-9 ტიტულია.
მიმდინარე წელს მარიამმა კიდევ ერთი ტიტული წყვილებში ყაზახეთში დედაქალაქ ნურსულთანში მოიგო.