სააკაშვილის შიმშილობის 26-ე დღე

26 ოქტომბერი 2021, 19:49 895 ნახვა

პენიტენციური სამსახური ეხმიანება, „ნაციონალური მოძრაობის” წევრის კობა ნაყოფიას ბრალდებას, თითქოს ციხის ადმინისტრაციამ დაწესებულების მესამე სართულზე რემონტი ჩაატარა და მიხელ სააკაშვილის საკნის ფანჯრები დაბურა. როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების ინფორმაციით, მინა შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავად ბრალდებულა/მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გადაძახილით მიმართვის დროს დააზიანა. ახალ მინას გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც ამცირებს მინის დაზიანების რისკს. ასევე შეუფერხებლად ატარებს მზის სხივს. მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის ინფორმაციით კი, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სუსტადაა,თუმცა მოსახლეობას არჩევნებში წასვლისკენ მოუწოდებს მერობის კანდიდატებს კი მოკითხვას უთვლის. შიმშილობის 26-ე დღესაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე ისევ უარს აცხადებს. ტექსტი მან Facebook-ზე გამოქვეყნა. ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში