“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდება

03 დეკემბერი 2016, 00:00 4641 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' რეგიონის მთავრობას ტყუილში ადანაშაულებს. მიშა ბოლქვაძის განცხადებით, უზუსტობაა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიწოდებულ ინფორმაციაში, რომლის მიხედვითაც აჭარაში  ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი 37 საწარმო მუშაობს. ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ჩამონათვალშია თხილნარის მეურნეობის პავილიონი, რომელიც წელს საერთოდ არ გახსნილა და ადგილობრივი ფერმერებისგან არც მანდარინი ჩაუბარებია. შენიშვნებია ფასებთან დაკავშირებითაც. მოსახლეობა აცხადებს, რომ ციტრუსის ღირებულება, დაანონსებული 70 თეთრის ნაცვლად, 40 თეთრს არ აღემატება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი