საზოგადოება ”ბათომი” მირანდა ჩარკვიანის გადადგომას ითხოვს

03 დეკემბერი 2016, 00:00 4505 ნახვა

საზოგადოება ''ბათომი'' აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხემძღავანელის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით ზურაბ პატარაძეს მიმართვს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ მირანდა ჩარკვიანის მმართველობის პერიოდში, ბათუმში არაერთი ძეგლი დაზიანდა. მაგალითად, ბარათაშვილის 26 ნომერში მდებარე სახლი დაასახელეს. მათი განცხადებით, საუკუნეზე მეტი ხნის სახლს არ ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ამჟამად კი შენობას ინვესტორი ანგრევს. შეხვედრას ბარათაშვილის 26-ში მცხოვრები მოსახლეობაც ესწრებოდა. მათი თქმით, შენობაში ცხოვრება შეუძლებელი იყო, ინგრეოდა კედლები  და ინვესტორთან გარიგების გადაწყვეტილება ამიტომაც მიიღეს. მირანდა ჩარკვიანი აცხადებს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები, ვისთან, არ აკონკრეტებს და შესაძლოა მან თანამდებობა დატოვოს.       

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი