სოციალურად დაუცველი ოჯახი ხულოში საცხოვრებლის გადახურვას ითხოვს

23 ოქტომბერი 2021, 15:10 1134 ნახვა

სახურავების პროგრამაში ჩართვას ითხოვს ხულოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 6 წევრიანი ოჯახი. რუსთაველის ქუჩის მკვიდრი რევაზ აბულაძის თქმით უსახსრობის გამო დაზიანებული  სახურავის შეცვლას ვერ ახერხებს.

თავად მერიაში განმარტეს, რომ პროგრამა ბოლო სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ განახორციელეს, რომლის დროსაც კომისიური წესით შესწავლისას უფრო შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარნენ. სამომავლოდ აბულაძეების მდგომარეობას განცხადების საფუძველზე კვლავ განიხილავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი