საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები აღიარა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, რაც რეფორმების განხორციელების გზაზე თქვენს პროგრესს ადასტურებს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა ნატოს ხელმძღვანელს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა ასპექტებს. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის მნიშვნელობას ალიანსისთვის და ასპირანტი ქვეყნის წვლილს ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის პროგრამაში.