ხელვაჩაურში სოფელ თხილნარში გარე განათების მონტაჟისას დაშავებული პირების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, საქმე 220ე მუხლითაა აღძრული რაც ელექტრო სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. შემთხვევა 22 ნოემბერს მოხდა, სამუშაოებისას დროს ორ პირს დენმა დაარტყა. ერთი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მეორე კი ოჯახშია და კომპანიისგან დახმარებას ითხოვს. რამაზ დუმბაძის ინფორმაციით, თავი შეუძლოდ შემთხვევიდან მეორე დღეს იგრძნო და სამედიცინო დაწესებულებასაც მიმართა. სამუშაოებს კომპანია “ლიკანი” ხელვაჩაურის გამგეობის დაკვეთით ასრულებდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ დახმარებას დაზარალებულს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ გაუწევენ.