კორონავირუსით ინფიცირებული პირების სამკურნალოდ საქართველოში ახალი მედიკამენტები შემოვა

05 ოქტომბერი 2021, 12:25 545 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების სამკურნალოდ საქართველოში ახალი მედიკამენტები შემოვა, რომლებიც იმ პაციენტებში გამოიყენება, ვისაც ვირუსის მიმდინარეობის დამძიმების მაღალი რისკი  და თანმხლები დაავადებები აქვთ.

"მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება ხდება უფრო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებში, მაგრამ იმ პაციენტებიში, ვისაც აქვთ პროგნოზულად დამძიმების მაღალი რისკი, მაგალითად, აქვთ თანმხლები დაავადება, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, რაიმე იმუნოკომპრომიტული დაავადება, ამ შემთხვევაშია ამ მედიკამენტების გამოყენება ნაჩვენები. ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებშიც არის პროტოკოლი მათი გამოყენებისთვის და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ჯგუფი, სადაც ჩვენც გამოვიყენებთ“,- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მედიკამენტები ქვეყანაში ოქტომბრის ბოლომდე შემოვა და მისი გამოყენება ჩამოსვლისთანავე დაიწყება.

"პრაქტიკულად უკვე დასრულებულია ცვლილებებზე მუშაობა და ვფიქრობ, სამინისტრო მომდევნო კვირაში განიხილავს ახალ ცვლილებას გაიდლაინების საბჭოს ფორმატში და მისი აღიარება მოხდება. თუმცა ეს ხელს არ უშლის იმას, რომ ახალი მედიკამენტების გამოყენება უკვე დაიწყოს, რადგან პროტოკოლები გაზიარებულია კლინიკური ჯგუფის წევრებს შორის და მათ იციან ამ მედიკამენტების მოხმარება.

საუბარია მონოკლინურ ანტისხეულებზე, რომელიც არის „როშეს“ წარმოების და აღიარებულია როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე ამერიკაში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციაც აქვს. საუბარია „ბარიციტინიბზე“, ასევე მონოკლონურ ანტისხეულებზე, რომელთა მიღებასაც ველოდებით დონაციის სახით და „ტოცილიზუმაბის“ დამატებით მარაგს, რომლის წარმოება დაიწყო ერთ-ერთმა ძალიან წარმატებულმა ინდურმა კომპანიამ - „ჰეტერო“, მისგან შევისყიდეთ „ტოცილიზუმაბის“ ის რაოდენობა, რაც ქვეყანას დასჭირდება მომდევნო თვეეების განმავლობაში. ამასაც ველოდებით ოქტომბრის ბოლომდე", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი