ვაქცინაციის დაბალ ტემპს ქვეყანაში საერთო სურათი აქვს. დიდი ქალაქების მსგავსად სიტუაცია მასშტაბების შესაბამისად იგივეა მუნიციპალიტეტებშიც.
ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია აჭარის მაღალმთიანეთში. მაგალითად, შუახევის „ევექსის“ ჰოსპიტალში დღეში 80-70-ის ნაცვლად საშუალოდ 50 ადამიანი იცრება.
კლინიკაში "ფაიზერით", "სინოფარმითა" და "სინოვაკით" აცრა ყოველდღიურად არის შესაძლებელი. მუშაობს გამსვლელი ბრიგადაც, თუმცა მოთხოვნა ბინაზე მომსახურებაზეც დაბალია. მუნიციპალიტეტში 4 ათასამდე მოქალაქეა სრულად აცრილი.