''ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში მე-17 სართულს აშენებს

19 სექტემბერი 2021, 12:27 1174 ნახვა

შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროექტის მეჩვიდმეტე სართულს აშენებს. პროექტის თანახმად, აქ 16-სართულიან შენობაზეა ნებართვა გაცემული.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, კომპანიას პროექტში ცვლილება და სართულის დამატება არ მოუთხოვია. შესაბამისად, ცვლილება არ შეუთანხმებიათ.სააგენტოში ამბობენ ,რომ პროექტთან შესაბამისობა თვენახევრის წინ შეამოწმეს და დარღვევა არ გამოვლენილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში