უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს ბათუმში მცხოვრებმა უკრაინის მოქალაქეებმა. ანბანის კოშკის მიმდებარედ შეიკრიბნენ. სადაც უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა, მოეწყო გამოფენა - გაყიდვა, საიდანაც შემოსული თანხის 30% უკრაინის ფონდში გადაირიცხება.
მათ კიდევ ერთხელ მიაგეს ომში დაღუპულებს პატივი და იმედი გამოთქვეს, რომ მათ ქვეყანაში ომი მალე მათივე გამარჯვებით დასრულდება. თარიღი ეროვნული დღესასწაულია და 1991 წლიდან ყოველ 24 აგვისტოს აღინიშნება.