შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2024

24 აგვისტო 2024, 14:48 111 ნახვა

ბათუმში შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2024 მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში 50-მდე მეფუტკრემ თაფლი და ფუტკრის პროდუქტები წარმოადგინეს. გამოფენა- გაყიდვა ბათუმის ბულვარში კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზეა. აქ წარმოდგენილი აქვთ თაფლი, ფიჭა, თაფლის არაყი, სანთლები და სამკურნალო თვისებების თაფლის პროდუქტები. წელს ფესტივალს მეორედ ეწვივნენ  მეფუტკრეები აფხაზეთიდან.

ფესტივალში მონაწილეობენ მეფუტკრეები თურქეთიდანაც.  ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით იმართება, ის  მეფუტკრე ფერმერების ხელშეწყობას და ქართული თაფლის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია მეფუტკრეობასთან დაკავშირებული ფოტო გამოფენა და საინფორმაციო დაფები.  თაფლის რიგით მეშვიდე ფესტივალი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსებით და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ტარდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში