19 აგვისტომდე საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

15 აგვისტო 2024, 15:29 598 ნახვა
 

16-19 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას აქვეყნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 18 აგვისტოდან უნალექო ამინდი იქნება.

„თბილისში 16-17 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16 აგვისტოს შესაძლოა გაწვიმდეს, ხოლო 17 აგვისტოდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 16 აგვისტოს შესაძლოა გაწვიმდეს, ხოლო 17 აგვისტოდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 16 აგვისტოს შესაძლოა გაწვიმდეს, ხოლო 17 აგვისტოდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 16-17 აგვისტოს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 16-17 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 16-17 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 16-17 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება“, - აცხადებენ სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში