ხვალიდან ბათუმში საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალი „მუსიკა ბათუმიდან“ დაიწყება. პროექტის ავტორები ბათუმელებს და ქალაქის სტუმრეს საინტერესო საღამოებს პირდებიან. ფესტივალის მთავარი ლოკაცია კვლავ რადიო აჭარის მიმდევარე ტერიტორია, მემედ აბაშიძის 57 ნომერი იქნება.
ფესტივალი საღამოს 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და საათნახევარს გაგრძეკდება. ბათუმური საღამოები წელს განსხვავებული შემადგენლობით გაიმართება და მასში 8 შემსრულებელი და მუსიკალური ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას.
ვინც ფესტივალზე დასწრებას ვერ შეძლებთ გული არ დაგწყდეთ. ბათუმელი შემსრულებლების მოსმენა რადიო აჭარის საშუალებუთ შეგეძლებათ. საავტორო მუსიკის საღამოები კონცერტის პარალელურად რადიოს პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალი 17 აგვისტოდან დან 21-ი აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროექტს მუსიკა ბათუმიდან აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფინანსებს.