თბილისში, ფონიჭალაში ორი ადამიანი დაჭრეს, ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, დაიწყო რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის ოფიციალურ უწყებას არ გაუვრცელებია, თუმცა შემთხვევა იმ ადგილას მოხდა სადაც ბერი ნიკოლოზი ცხოვრობს როგორც მას მრევლი უწოდებს. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს მრევლი დაუპირისპირდა.