საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის თავშესაფარში მცხოვრები 24 ბავშვი, მშობლებთან ერთად, ქობულეთში, ზღვისპირა სასტუმროში დაისვენებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქველმოქმედო ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ბავშვებს ზღვაზე დასასვენებლად საჭირო აქსესუარები გადასცეს.
„ძეგვის თავშესაფრის დირექტორმა ნანა გოგოჭურმა, პროკურატურის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, წლებია ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებთათვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება იმართება, რაც მომავალშიც გაგრძელდება”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.