აცრის გაკეთების მსურველებს ტრანსპორტის პრობლემა აქვთ ქედაში. ვაქცინაციის პუნქტი დაბაში მდებარეობს, სოფლებიდან კი დანიშნულების ადგილამდე მისვლას კილომეტრების გავლა სჭირდება. სწორედ ამ ფაქტორსაც უკავშირებენ ვაქცინაციის არც თუ ისე მაღალ ტემპს. სოფლებში ამცრელი პუნქტები მალე იქნება, ასე ამბობენ ქედის „ევექსის“ კლინიკაში“