ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ბათუმში აცრის გაკეთება მოძრავ ავტობუსებში მოქალაქეებს შეუძლიათ სხვადასხვა ლოკაციაზე.
ტრანსპორტი დღეს გაჩერებულია აგრარული ბაზრის, ბათუმი მოლის და პლაზას მიმდებარე ტერიტორიებზე.
როგორც ექიმები ამბობენ,რომ დილიდან საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მომართვიანობა.
6 ათასზე მეტი მოქალაქეა ამ დროისთვის აცრილი ხულოში მოქმედ ვაქცინაციის ცენტრში.
აქ იმუნიზაცია სამი ვაქცინით სინოფარმით, სინოვაკითა და ფაიზერით მიმდინარეობს.
ონლაინ ჯავშნების გარდა პარალელურად ადგილზე მიმდინარეობს რეგისტრაციაც.