მერისის ხეობაში ეკლესია აღმოაჩინეს

06 სექტემბერი 2021, 19:58 3902 ნახვა

არქეოლოგიური სამუშაოების დროს მერისის ხეობაში, სოფელ ნამონასტრევში მცირე დარბაზული ტიპის, ორფერდა სახურავიანი ეკლესიის ნაშთები აღმოაჩინეს.  ეკლესია თავის დროზე აუგიათ მდინარე აკავრეთას მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბუნებრივ ბორცვზე. გამოიკვეთა ნახევარწრიული მოყვანილობის აფსიდა, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების ცოკოლის და კედლების ნანგრევები. ადგილი შესაძლოა ტურისტულად მიმზიდველიც გახდეს. პროექტს კულტმემკვიდრეობის სააგენტო აფინანსებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში