ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 17 პროცენტია სრულად ვაქცინირებული.
დაავადებათა კონტროლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში სულ 1 326 033 აცრა ჩატარდა, მხოლოდ გუშინ 16 298 ადამიანი აიცრა. უკვე მეორე დღეა შესაძლებელია სინოფარმის პირველი დოზით რეგისტრაცია.
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მოწყობილ აცრის სივრცეში მსურველები ჯავშნის გარეშე იცრებიან. რაც შეხება ვაქცინაციას მუნიციპალიტეტებში, ქედის კლინიკაში 5 მაისიდან, მას შემდეგ, რაც ვაქცინაცია დაიწყო 1 800 ადამიანია აცრილი.
იმუნიზაციის გარდა, კლინიკის მედ პერსონალი კოვიდ ინფიცირებულებსაც ემსახურება.
სამედიცინო დაწესებულებაში 17 პაციენტი გადის მკურნალობას, ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ნაწილის კი საშუალო სიმძიმის.