105 პატიმარს, სხვადასხვა ციხეში, კორონავირუსი დაუდასტურდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 105 კოვიდინფიცირებულიდან 66 თბილისის ერთ- ერთ სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული. ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია - განმარტავენ უწყებაში.
ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%- მდე უკვე ვაქცინირებულია.