აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკის“ ლიკვიდაცია განახორციელა, რომელიც ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობდა - ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს,რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ორგანიზატორის წინააღმდეგ ოპერაცია ჯო ბაიდენის თანხმობით განხორციელდა.“ უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო დარტყმა ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა.
პირველადი მონაცემებით, მოკლულია სამიზნე. როგორც ცნობილია, 26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტთან განხორციელებული თავდასხმების სერიაზე პასუხისხმგებლობა „ისლამური სახელმწიფო - ხორასანის“ ფილიალმა აიღო.აფეთქების შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო.