დაძაბული ვითარება ქაბულში

22 აგვისტო 2021, 20:00 933 ნახვა

ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ამერიკული კერძო სამგზავრო თვითმფრინავები ჩაერთვებიან. ინფორმაციას პენტაგონში ადასტურებენ. 8 თვითმფრინავი, ქაბულიდან ტრანზიტულ ქვეყანაში გადაყვანილ მოქალაქეებს მესამე ქვეყნებში გადაამისამართებენ.

ევაკუაციის პროცესში აშშ-ის საკუთარი აეროპორტი ტრანზიტულ პუნქტად, 25-ზე მეტმა ქვეყანამ შესთავაზა.ლტოლვილების მიღებაზე მზაობა არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა თუმცა არა რუსეთმა. ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ავღანეთში არსებული ვითარება პირდაპირ კავშირშია რუსეთის უსაფრთხოებასთან რის გამოც ლტოლვილების სახით ავღანელი მებრძოლები რუსეთში მიღებას არ განიხილავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი