ავღანეთში კვლავ არეულობაა. ქაბულის აეროპორტთან ქვეყნის დატოვების ათასობით მსურველია. ავღანეთში არსებული ვითარება იყო ის მთავარი საკითხი, რაზეც NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს და ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ავღანეთის მომავალმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა აღარასოდეს იქცეს ტერორისტების თავშესაფრად.
პენტაგონში კი აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში ქაბულიდან 6 000-მდე მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა. შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამერიკა ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის დატოვების ყველა მსურველის დასახმარებლად.