როდის დაბრუნდებიან ქართველები ავღანეთიდან?

20 აგვისტო 2021, 11:47 944 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ ავღანეთში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

 იტყობინება, რომ ისინი უკვე ქაბულის აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებიან და სამშობლოში დაბრუნებისთვის ემზადებიან.

ცნობისთვის  მთავარი პრობლემა ავღანეთის დედაქალაქში გადაადგილებაა, სწორედ ეს აფერხებდა საქართველოს მოქალაქეების აეროპორტამდე  მისვლას. ქაბულის აეროპორტს შეერთებული შტატების ძალები აკონტროლებენ,მისასვლელ გზებს კი თალიბები.

ავღანეთიდან სამშობლოში 6 ქართველის ევაკუაცია უკვე განხორციელდა, ორი კი გერმანიაში გადავიდა. საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის პროცესში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში