საქართველოს მოქალაქეები ისევ ავღანეთში რჩებიან და მათი წამოყვანა მსოფლიოს ერთ-ერთი ცხელი წერტილიდან ჯერ ისევ ვერ ხერხდება.
შესაბამისად უცნობია, როდის დაბრუნდებიან ისინი სამშობლოში. მათი დიდი ნაწილი კვლავ ვერ ახერხებს უსაფრთხოების გამო ქაბულის აეროპორტამდე მისვლას.
საქართველოს მოქალაქეების გადაყვანა თურქი სამხედროების დახმარებით უნდა განხორციელებულიყო. გუშინ ავღანეთიდან მხოლოდ 6 ქართველის ჩამოყვანა მოხერხდა.