ქაბულიდან ქართველების ევაკუაცია ვერ ხერხდება

17 აგვისტო 2021, 20:20 1471 ნახვა

სიენენის“ ცნობით, „თალიბანის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი მულა ბარადარი ავღანეთში პროვინცია ყანდაარში დაბრუნდა.  ბარადარი ავღანეთში 20 წელია, არ ყოფილა და ამჟამად „თალიბანის“ პოლიტიკურ ბიუროს ხელმძღვანელობს. მულა ბარადარი 2010 წელს დააკავეს პაკისტანში დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად და 2018 წელს გაათავისუფლეს, როდესაც აშშ-მა ავღანეთის დატოვების მცდელობა გაააქტიურა.

სწორედ ის მეთაურობდა „თალიბანის“ წარმომადგენლობას დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკებებისას. „როიტერის“ ინფორმაციით, კი მოძრაობა „თალიბანმა“ საკუთარ მებრძოლებს უბრძანა, რომ არ შევიდნენ დიპლომატიური მისიების შენობებში და არ შეაფერხონ მისიების მანქანების მოძრაობა. გარდა ამისა, მოსახლეობას მოუწოდეს დაუბრუნდნენ ჩვეულ ცხოვრებას. ავღანეთის დედაქალაქში ამ დრომდე რჩებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კომპანიებში კერძო კონტრაქტით მუშაობდნენ. აეროპორტამდე მათი გადაყვანა ამ  დრომდე ვერ მოხერხდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი