საკანონმდბლო ინიციატივები, მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, სამომავლო გეგმები და სტრატეგიები – მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატებს დღეს სამთავრობო გეგმა წარუდგინეს. ისაუბრეს გაწეულ საქმიანობაზე, თუმცა გაჟღერდა სიახლებიც. ძალოვანი მინისტრის ინფორმაციით, სიახლეები იქნება კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. სიახლეები იქნება თავდაცვაშიც. ლევან იზორიას თქმით უწყებაში დაგეგმილი ყველა რეფორმა ქვეყნის თავდაცვის და ბრძოლისუნარიანობისკენ იქნება მიმართული. ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას გეგმავს განათლების მინისტრი, რომელიც კვირიკაშვილის ძველი გუნდიდანაა, თუმცა ალექსანდრე ჯეჯელავამ ცოტა ხნის წინ ჩაიბარა ეს უწყება, ის ამბობს, რომ განათლების სისტემა ჩამორჩენილია ტანამედროვე სტანდარტებთან და რეფორმებიც ამ მიმართულებით განხორციელდება.