აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია დასრულდა

12 იანვარი 2025, 02:50 96 ნახვა

შსს-ს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია დასრულდა.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების ინფორმაციით, პროტესტი, 12 იანვარს, 15:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან განახლდება.

11 იანვარს, საღამოს, ბათუმში მიმდინარე აქცია-მსვლელობაზე, ჯამში, 13 პირი დააკავეს.

მათგან 4 დაკავებული, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, გამოცემა  "ბათუმელების" დირექტორი, რამდენიმე წუთში, ხელმეორედ დააკავეს. როგორც კადრებში ჩანს, მზია ამაღლობელმა ერთ-ერთ პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში