ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი აჭარაში

11 აგვისტო 2021, 20:16 2601 ნახვა

ეპიდვითარება კვლავ რთულია და კვლავ 5 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა, კონკრეტულად აჭარაში რეკორდული 905 ახალი შემთხვევაა, ქვეყნის მასშტაბით გარდაიცვალა 48 პაციენტი. საავადმყოფოები ბათუმში პაციენტებს დღეს ვეღარ იღებენ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეიდან კლინიკებში 55 ადგილი დაემატა, აქედან 11 რეანიმაციულ განყოფილებაში.

გარდა ამისა,  კლინიკა მედალფა ისევ  ერთვება კოვიდ პაციენტების მართვაში, ამისათვის 80 ადგილი არის გამოყოფილი.

დღეს გახდა ცნობილი, რომ  ჯანდაცვის სექტორი  აჭარაში 100 ექიმს ამატებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი