ვაქცინაციაზე მოთხოვნა გაიზარდა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებშიც.
შუახევის რაიონული ჰოსპიტალის მენეჯერის ინფორმაციით, დღეს რეგისტრირებულია 62 მოქალაქე. პარალელურად ხდება ადგილზე ვაქცინაციაც, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
ამ დროისთვის ხულოში, შუახევსა და ქედაში ვაქცინაცია თითო კლინიკაშია შესაძლებელი.