აჭარაში პედიატრიული საწოლების მობილიზება დაიწყო. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოზარდებისთვის გუშინ 15 საწოლი დაამატეს.
კლინიკის დირექტორის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა. ძირითადად ოჯახური კლასტერებია, რომელიც ხალხმრავალ შეკრებებს და ქორწილებს უკავშირდება.
ციური აბულაძის თქმით, კოვიდინფიცირებული ბავშვებიდან მძიმე არც ერთი არ არის, მაგრამ მათი მდგომარეობა საყურადღებოა.
"გუშინ 15 საწოლი გავათავისფლეთ კოვიდ დადასტურებული ბავშვებისთვის, სხვა კლინიკაში დადასტურებულებსაც მივიღებთ, მეტი საწოლის მობილიზება ვერ შევძელით რადგან ისედაც დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობთ.
ზაფხულია და გაზრდილია ნაწლავური ინფექციები ბავშვებში, ამიტომ ვღებულობთ ნაწლავურ ინფექციებსაც და კოვიდ დადასტურებულ მოზარდებსაც. კლინიკა ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობს. გუშინ მივიღეთ სამი ბავშვი და სამი დედა, ძირითადად ოჯახური კლასტერებია და ეს არის შედეგი ქორწილების, წვეულებების, შეკრებების და ა.შ.
რისკები ''დელტა შტამის'' და ეპიდვითარების ფონზე მაღალია, ამიტომ ყველას მოვუწოდებ ღია სივრცეშიც და ხალხმრავალ ადგილებში ატარონ ნიღაბი'' - განაცხადა ციური აბულაძემ.
რაც შეეხება დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალს, თამარ ბახტაძის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში თითქმის ყველა ადგილი დაკავებულია.