პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში რთველის სუბსიდირება წელსაც მოხდება. რქაწითელის ღირებულება 0,90 ლარი იქნება. ასეთია პრემიერ-მინისტრის პირობა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში დაახლოებით 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. გასულ წელ კი 283 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. ქვეყანაში ათობით ღვინის კომპანიაა, მასში შედის ღვინის მარნები, მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიები. ღვინის ექსპორტი წელს აჭარიდანაც 7-8%-ით არის გაზრდილი