დღეს საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 28 ათასი დოზა შემოვიდა, რაც 14 ათასი მოქალაქის ასაცრელად არის საკმარისი.
15 საათიდან ვაქცინაზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო ვებგვერდი booking.moh.gov.ge რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა რის გამოც, მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა რეგისტრაცია ვერ მოახერხა.
ამ დროისთვის აჭარაში „ფაიზერის“ ყველა ვაქცინა დაჯავშნილია. ვაქცინის ყველა დოზა უკვე დაჯავშნილია თბილისშიც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ვაქცინაცია 16 ივლისს დაიწყება და ოთხ კვირას გაგრძელდება.
"ფაიზერის" აცრა ბათუმში მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია შესაძლებელი და ის 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.