13 ივლისი მედიისთვის მძიმე დღეა, დღეს ყველა ჭირისუფალია. ტაში და კამერების კორიდორი - საპატიო დერეფანში გამოატარეს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ცხედარი. ლექსოს სახლთან იმ კამერის ნაწილებიც ელაგა,რომლითაც გადაღებაზე ბოლოჯერ იყო. უკანასკნელ გზაზე დაღუპული ოპერატორი ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და პოლიტიკოსებმა ფეხით გააცილეს. საზოგადოებას ახლა ერთი მთავარი კითხვა აქვს, გამოძიებამ დადოს საბოლოო შედეგი, რატომ და რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატროს.