ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში მივიდა.
ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება, რაზეც პროკურატურამ გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
როგორც კალანდარიშვილმა გამოკითხვამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროკურატურას მის ხელთარსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის.