ბოლო 24 საათში, აჭარაში კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 152 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 40, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 4 პირი.
ქვეყნის მასშტაბით 936 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 727 - თბილისში, 204- აჭარაში. 7 364 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 993 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 784, პირი, აჭარაში - 676.