სტუდენტები ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მარშს მართავენ

15 იანვარი 2025, 16:48 132 ნახვა

"იფიცება სტუდენტები", "თავისუფლება სინდისის პატიმრებს"  - ამ ლოზუნგით სტუდენტები ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას აწყობენ. ისინი სხვადასხვა დაწესებულებებთან და უწყებებთან ჩერდებიან და მოუწოდებენ მათ გამოუცხადონ სოლიდარობა.

სტუდენტები მარშის დაწყებმადე ბსუ-ს ეზოში შეირიბნენ. სიმბოლურად დაწვეს ფურცლები, წარწერით "დიპლომი". 

მანამდე აქციის მონაწილეებმა დერეფნებში მეგაფონით ჩამოიარეს და სტუდენტებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათე ცენტერაძე და ელიზბარ ჩხიკვაძე უკანონო პატიმრები არიან. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად შენობაზე პლაკატებიც გადმოფინეს წარწერით "სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს".

სტუდენტებმა უნივერსიტეტის რექტორს ნახევარ საათიანი ვადა მოსცეს, რომ ის გამოსულიყო და მიმდინარე მოვლენები გაეპროტესტებინა. თუმცა რექტორი სტუდენტებთან არ გამოვიდა რის საპასუხოდაც აქციის მონაწილეებმა მის კარებზე სტიკერები მიაკრეს.

 
ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში