ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

16 იანვარი 2025, 11:11 102 ნახვა

ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზის სექტორში  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას, რომელიც თვეების განმავლობაში მზადდებოდა, ადასტურებენ. ოთხშაბათს საღამოს ოვალური კაბინეტიდან გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ბაიდენმა თქვა, რომ შეთანხმების შემუშავებასა და მოლაპარაკებებში ჩართული იყო მისი გუნდი  და რომ იგი დიდწილად მომავალი ადმინისტრაციის მიერ განხორციელდება.

ტრამპმა კი, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში, აღნიშნა მისი წვლილი შეთანხმებაში, რომელსაც რამდენიმეთვიანი ჩიხში შესული  მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს. 

შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში