ბსუ-ს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

15 იანვარი 2025, 15:31 189 ნახვა

ბსუ-ს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტებმა სიმბოლურად დაწვეს ფურცლები, წარწერით "დიპლომი". 

გოჩა სურგულაძემ სტუდენტებს აჩვენა იმიტაცია, თუ როგორ ექცევიან დაკავებულ პირებს იზოლატორში.  მანამდე აქციის მონაწილეებმა დერეფნებში მეგაფონით ჩამოიარეს და სტუდენტებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათე ცენტერაძე და ელიზბარ ჩხიკვაძე უკანონო პატიმრები არიან. ისინი უნივერსიტეტის რექტორს ნახევარ საათს აძლევენ, რომ დააფიქსიროს პოზიცია უკანონოდ დაკავებულ პირებსა და ზოგადად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 

არჩილ ბერიძის განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის რექტორის კარებზე სტიკერს გააკრავს.

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად შენობაზე პლაკატებიც გადმოფინეს წარწერით "სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს".

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში