ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ

16 იანვარი 2025, 09:54 198 ნახვა

„გაიფიცე, თავისუფლება გიორგი დავითაძეს, თავისუფლება გურამ მიქელაძეს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ და პროტესტის ნიშნად ღამე უნივერსიტეტში გაათენეს, ამ დროისთვის გაფიცულია 80-მდე სტუდენტი.

გაფიცული სტუდენტები დაკავებული სტუდენტების და დეკანის   გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც მათი თქმით, უკანონო პატიმრები არიან. სტუდენტები პროტესტის გაგრძელებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გეგმავენ.

ღამით უნივერსიტეტის შენობაში დარჩნენ  ბათუმის სახელმწიფო გაფიცული სტუდენტებიც. მათი მოთხოვნები უცვლელია გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები, მათ შორის სტუდენტები.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში