ზღვიდან რამდენიმე კილომეტირისა და რამდენიმე წუთის დაშორებით, მთიანი აჭარის ეგზოტიკურ ბუნებაში ხვდებით. მთაში დასვენება სასარგებლოსთან ერთად განსაკუთრებით პოპულარულია. ახალ-ახალი ტურისტული ადგილების გაჩენისა და სტუმრების მატების შესაბამისად სოფლებში ინფრასტრუქტურაც ვითარდება. ტურისტული ბიზნესი „ღვინის მხარე“ სტუმრებს სოფელ ვაიოში მეღვინეობას, მებაღეობას, თაფლისა და არყის წარმოების ტექნოლოგიას ადგილზე აცნობს. ამასთან ერთად სტუმრებს, კოტეჯებში დასვენებისა და საუნითა და აუზით სარგებლობის საშუალებაც აქვთ.