პირველადი სპეციფიური PCR კვლევით, ციციშვილის კლინიკაში ჩვილს ''ინდური შტამი'' დაუდასტურდა

08 ივლისი 2021, 17:43 3627 ნახვა

ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში ჩვილს პირველადი სპეციფიური PCR კვლევით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, თუმცა კვლევები არ დასრულებულა და საბოლოო პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი. კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მეორე ინფიცირებულ ბავშვს კი კორონავირუსის ''ბრიტანული შტამი'' აქვს. 

ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზეა და მათი მდგომარეობა მძიმეა. 

"რეანიმაციაში 15 პაციენტი წევს, მათგან 3 იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ერთი არის ორი კვირის ასაკის, რომელიც პირველ რიცხვშია შემოსული. ორი პაციენტი კი ორი თვის ასაკის ჩვილები. სამივე არის მართვით სუნთქვაზე.

ერთ-ერთთან წინასწარი PCR ტესტით „დელტას” შტამი დადასტურდა, მაგრამ, საბოლოო პასუხი სექვენირების მერე იქნება. ერთს აქვს „ბრიტანული“ შტამი და მეორეს „დელტა“, ანუ ინდური.

პაციენტი, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკიდან გადმოვიდა, იქ იყო ნამკურნალევი, მისი მდგომარეობაც ასევე მძიმეა.

მესამე პაციენტი ჩვენს კლინიკაში შემოვიდა და შემოსვლიდან დაახლობით 4 დღეში დამძიმდა", - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული, წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში