ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინები არის, მოთხოვნა კი დაბალია 

08 ივლისი 2021, 11:57 1309 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინები არის, მოთხოვნა კი დაბალია.

ამირან გამყრელიძის თქმით, ორჯერ აცრილ პირებში სიკვდილიანობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

''კოვიდის აცრა იცავს ყველაზე უფრო ფატალური გართულებისგან. ამიტომ გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა. დღეს ვაქცინების მიწოდება გაცილებით ჭარბობს მოხმარებას. იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ გვქონდა ვაქცინების დეფიციტი, დღეს ეს არ არის. 

პორტალზე გახსნილია დაახლოებით 100 000 თავისუფალი ადგილი, დაჯავშნილია 35 000-მდე. ამიტომ გთხოვთ ვიაქტიუროდ. 

ქვეყანაში დღეს სამი ვაქცინაა, ''სინოფარმი'', ''სინოვაკი'' და ''ასტრაზენეკა''. უახლოეს მომავალში იქნება მეოთხე ვაქცინაც. ამასთან ერთად აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რაც ''ასტრაზენეკასთან'' დაკავშირებით შეიქმნა. 

აუცილებელია, რომ ვიაქტიუროთ. 280 000 აცრა რაც ქვეყანაში უკვე ჩატარებულია ბევრი არ არის. საჭიროა ყოველდღიურად სულ მცირე ნახევარი მილიონი აცრა ჩავატაროთ, რომ დეკემბრისთვის გეგმა მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია შესრულდეს'' - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამცრელი ბრიგადები და კაბინეტები მობილიზებულია, გაფართოებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი