ხარისხიანი ვაქცინის უსაფრთხოდ მოწოდების პროცესში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ევროკავშირი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლებმაც დღეს გადმოგვცეს დამატებით ინვენტარი, რათა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობდეს ტექნიკურად გამართულ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, ინვენტარის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს უახლოეს მომავალში ექნება.
„ეს ნივთები არის ნოუთბუქები მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებისთვის, 70-ზე მეტი ნოუთბუქია, ასევე ვაქცინების გადასატანი 200 ცივი ყუთი, ყინულის სამედიცინო მაცივრები, რომლებიც უახლოეს მომავალში მოეწოდება ქვეყანას და იქნება გამოყენების შესაძლებლობა. ასევე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ავტომობილი"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.