აჭარაში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

08 ივლისი 2021, 11:15 1138 ნახვა

8 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში  151 ადამიანი მკურნალობს.​ მძიმე პაციენტია 38, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 5 პირი.

906 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 697 - თბილისში, 204- აჭარაში.

7 153 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 67, ხოლო აჭარაში - 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 536 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 680, პირი, აჭარაში - 685.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი