ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 016 საიდანაც 3 054 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 799, აჭარაში - 152.
რეგიონში მძიმე პაციენტია 35, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 6 პირი.
853 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 642 - თბილისში, 204- აჭარაში.
7 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 63, ხოლო აჭარაში - 4.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 144 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 537, პირი, აჭარაში - 631, იმერეთში - 896.