საქართველოში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი

07 ივლისი 2021, 10:55 1293 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 531 პაციენტი, გარდაიცვალა 11.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 136 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 650, „პისიარ“ ტესტით – 20 486.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,65%, ბოლო 14 დღის – 3,17%, ბოლო შვიდი დღის – 3,7%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 372 685 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 356 780 გამოჯანმრთელდა, 5 394 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 277 872 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 942.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში