მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება -კახა კუჭავამ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა  საკუთარი ხელით აღმართა

07 ივლისი 2021, 10:22 1242 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის დროშა, რომელიც ,,თბილისი პრაიდის'' მოწინააღმდეგეებმა ჩამოხსენეს, საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს საკუთარი ხელით აღმართა.  აღნიშნულის ამსახველი ფოტო მასალა მან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

კახა კუჭავას განცხადებით, მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება.

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!

მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან“- წერს კახა კუჭავა.

გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში